воскресенье, 11 октября 2009 г.


პროექტის სახელი:“ ეს შენი სამშობლოა, ბალღო!“
პროექტის მოკლე აღწერა: 
ბავშვები ჩაატარებენ სოფლის ბუნებრივ-გეოგრაფიულ აღწერას, განმარტავენ სოფლის ტოპონიმიკას, მიმოიხილავენ სოფლის მოკლე ისტორიულ ექსკურს და დაახასიათებენ ლიხაურის ციხეს, როგორც არქიტექტურულ ძელს. 
პროექტის სრული აღწერა:
ოზურგეთიდან სოფელი ლიხაური სამი კილომეტრითაა დაშორებული მდინარე ბჟუჟის (ბზუჟი) სამხრეთ ნაპირას გზა სამ ნაწილად იყოფა. 
მარცხნივ – მაკვანეTია ხარებისა და მარჯვნივ ექადია – ჯვართამაღლების ეკლესიებით. პირდაპირი გზა სოფელ ლიხაურისკენაა. სოფელს შორეულ საუკუნეებში“ რეხეული-, ლეხოური “ რქმევია. ლიხაური ისტორიული სოფელია
 თავისი აჭისა და ღვთისმშობლის ეკლესიებით მე-9 საუკუნის ციხითა და სასახელო მამულიშვილებით .აქედანაა საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი ექვთიმე თაყაიშვილი, რომელიც ქართულმა ეკლესიამ 2003 წელს წმინდანად შერაცხა“ ექვთიმე ღვთისმეტყველის სახელით“
 სოფლის ცენტრში მრავალსაუკუნოვანი მუხა იდგა .
. თედო სახოკია წერდა“ როცა ხატზე გადასაცემად- დასაწყევლად მოდიოდნენ მუხაში ძირამდე არჭობდნენ ლურსმანს და იტყოდნენ„ ლეხოურის ღვთისმშობელო ამას და ამას ნუ მისცემ ხსნას და შველას„ მანამ სანამ თავისი კბილით არ ამოიღოს ეს ლურსმანი ამ მუხიდან“
  მუხის ძირში ჯვარი ყოფილა დადებული და ალბათ ამიტომაც სოფლის ცენტრისათვის “ჯვარი“ დაურქმევიათ.   
  ლეხოურის ეკლესიიდან 1კმ. დაშორებით ციხე იდგა, რომელიც იცავდა აჭის წყლის ხეობისაკენ მიმავალ გზებს და საერთოდ გურიას თურქთა შემოსევებისაგან.ციხე , როგორც წესი ძნელსა და მიუვალ ადგილას შენდებოდა . გზა ციხისაკენ მიხვეულ -მოხვეულია. დაფარულია თხემლის, წაბლის ,რცხილის ხეებით
და გაუვალი ეკალ- ბარდებით.   
  ციხიდან თითქმის ნახევარი გურია, აჭარა და შავი ზღვაც მოჩანს.
 გურია , როგორც ადმინისტრაციული ერთეული ეგრისის “ ლაზეთის“ ადრეფეუოდალური სახელმწიფოს დაშლის შემდეგ წარმოიშვა. გურიის ერისთავთ- ერისთავების რეზიდენციად იმ დროს9 4 სლეხოური ითვლებოდა.
  უკვე მე- 19 საუკუნის დასაწყისისათვის ლეხოურის ციხე მთავრის მამია გურიელის საზაფხულო რეზიდენციას წარმოადგენდა   
 ვარაუდობენ, რომ ციხე მე-9 საუკუნის ნაცგებობაა .ციხეში იყო სასახლე, კარის ეკლესია, ჭა, მოშორებით საგვარეულო საძვალე.
  ციხე მჭადა ქვისაგანაა ნაგები. ქვა 1კმ. დაშორებული აჭის წყლიდანაა ამოზიდული.
 თედო სახოკიას ჩაუწერია გადმოცემა ციხის აგების შესახებ.
  „ თურმე ხალხი ეყენათ გამწკრივებულიციხესა და აჭის წყლის შუა. მდინარის პირას ვინც იდგა ქვას იღებდა და მეორეს თავის გვერდით მყოფს აწოდებდა, მეორე მესამეს და ასე ბოლომდე სანამ ციხე არ მოთავდა ქვა სულ ასე აუზიდნიათ .მეტად მძიმე სამუშაო იყოთურმე და ყოველ საღამოს დაყენებულ მუშათაგან ორ-ორი კაცი კვდებოდა ერთი ვინც ქვას იღებდა ნიადაგიდან, მეორე ის კვდებოდაჩ რომელიც სულ თავში იდგა და მოწოდებულ ქვას ძირში დებდა“

ციხე დღეს ნარ-ეკლითაა დაფარული.ქონგურები გარშემორტყმულია უშველებელი სუროთი.

  მონაწილეთა ასაკი 8-9 კლასი

  ვადა „ 1 თვე


  აქტიობები.:კვლევა , ინფორმაციის მოპოვება და ორგანიზება , შემოქმედებითი უნარი, თანამშრომლობა
  ძიება ,
  ვიდეო და ფოტო გადაღებები
  ჩანახატები.

  შეიქმნება ბუკლეტი“ ოზურგეთის საერო ხუროთმოძღვრების ძეგლი- ლიხაურის ციხე“
  სარგებელი სხვებისათვის „ შეუძლია ისარგებლოს გურიის ისტორიით , ტოპონიმიკით , არქიტექტუ რით დაინტერესებულმა ადამიანებმა ასევე მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა, ტურისტებმა / თარგმნილია რუსულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე/ და სხვადასხვა სკოლების მოსწავლეებმა.

სამუშაო ენა ქართული

პროექტის ფასილიტატორი რებეკა გოგიბერიძე
ფასილიტატორის ელ-ფოსტა: rebeka.gogiberidze4@gmail.com